საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

საქართველოს ბუნება

დედამიწის ზურგზე ძნელად იპოვება იმისთანა ქვეყანა, რომ სიმშვენიერით საქართველოს სჯობდეს. ბევრს ქვეყანას უჭირავს სრულიად სწორე და ვაკე ადგილი, რომელიც თავისი ერთფერობით კაცს გულს უწვრილებს და სადაც დაბალი სერიც კი, მცენარეობით შემოსილი, ადამიანის თვალს არ ასიამოვნებს. ზოგი ქვეყანა მოფენილია ტიტველა კლდეებით, სადაც ამწვანებული მინდორი იშვიათი სანახავია. ჩვენი სამშობლო ქვეყანა მოშორებულია ამ ორსავე უკიდურესობას. საქართველოს ბუნება ძალიან მდიდარია და შემკული...