საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

მიწისძვრა

მიწისძვრა არის მეტად საშიშარი მოვლენა. ამ დროს დედამიწის ქვეშ ისმის რაღაცა საზარელი გრგვინვა, რომელიც ჭექა-ქუხილს მოაგონებს კაცს, - დედამიწის პირი ზღვასავით ადის და დადის, შენობები იქცევა. თავზარდაცემული ადამიანები სცდილობენ, როგორმე მინდორში გაასწრონ და ქვეშ არ მოჰყვნენ ნანგრევებსა. საქონელი საცოდავი ხმით ბღავის, მდინარეები ნაპირებიდან გადმოდის და ქვეშ იტანს თავის გარშემო ადგილებსა: ზოგი მთა სკდება და იქცევა. ამგვარი მიწისძვრა თვით უდიდეს ქალაქებს რამდენსამე წამს...