საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ქუხილი, ელვა და მეხი

ქუხილი, ელვა და მეხი ზაფხულის მოვლენანი არიან და სხვა დროს ვერა ვხედავთ. ამათი მიზეზი ელექტრონული ძალაა. შემდეგიდან შეიტყობთ, თუ რაში მდგომარეობს ეს ძალა და როგორ აჩენს ელვასა, ქუხილსა და მეხსა.

ორი ხე რომ ერთმანეთს დიდხანს ღონივრად ვახახუნოთ, სითბოს გავაჩენთ. თუ კი სხვადასხვაგვარი საგნები ავიღეთ, მაგალითად, მაუდის ნაჭერი და ლაქა და ერთმანეთს მაგრა წავუსვ-წამოვუსვით, მაშინ შევამჩნევთ, რომ ეს საგნები არამც თუ გახურდება, ლაქა ამასთან იმისთანა...