თოვლი
ზამთარში წყლის ორთქლი, როცა თბილი ჰაერიდან ძლიერ ცივს ჰაერში გადავა, ნამებად გადაქცევას ვეღარ ასწრებს და უცებ იყინება. ზამთრის ღრუბელი შესდგება იმისთანა გაყინულის ორთქლისაგან, რომელიც ჯერ მსუბუქია, მაგრამ მერმე მისი ნაწილები ერთმანეთთან შეერთდება, დამძიმდება და დედამიწაზე თეთრად ჩამოცვივა. მაშინ ვამბობთ: თოვლი მოდისო! თოვლს ექვსკუთხიანის ვარსკვლავის სახე აქვს. რადგანაც ქვეყანა უფრო ცივია, იმდენად უფრო ბევრი თოვლი მოდის. ამიტომ ჩრდილოეთის მხარეში დიდი თოვლი იცის და...
