სეტყვა
სეტყვა მარტო გაზაფხულზე და ზაფხულში მოდის, უფრო მაშინ, როდესაც ძლიერ ცხელა. სეტყვა ჩნდება შემდეგი სახით: როცა მაღლა ღრუბლებიდან წვიმა წამოვა და გზაზე იმას დაუხვდება ძლიერი ცივი ჰაერი ან ქარი, მაშინ წვიმის ნამები იყინება და დედამიწაზე სწრაფად რახა-რუხით ცვივა. რაც უფრო მსხვილი წვიმა მოდის ზევიდან, იმდენად უფრო მსხვილი სეტყვა ჩნდება. კაკალზე მოზრდილი სეტყვა ჩვენში იშვიათია, მაგრამ ზოგიერთს ქვეყანაში ხან ქათმის კვერცხის ოდენა სეტყვას ყრის. სეტყვა საშინლად აოხრებს ყოველს...
