საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

თრთვილი

თუ ღამე ისე ცივა, რომ მიწა და მცენარეები სითბოს სრულიად ჰკარგავს, მაშინ ნამი გაიყინება და თრთვილი გაჩნდება. მაშასადამე, თრთვილი გაყინული ნამი ყოფილა. თრთვილს გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში ვხედავთ, იმიტომ რომ მხოლოდ ამ დროს იცის ცივი ღამეები. რასაკვირველია, თრთვილიც ნამსავით მხოლოდ იმისთანა ღამეში ჩნდება, როცა ცა მოწმენდილია; აგრეთვე ქარიანსა და ღრუბლიანს ღამეში თრთვილს არ გააგდებს ხოლმე. რამდენადაც საგანი უფრო ბევრს სითბოს ჰკარგავს და უფრო ცივდება, იმდენად...