ნამი
- კეკე, მითხარი, გეთაყვა, საიდგან მოდის ნამი? - ჰკითხა კოტემ თავის უფროსს დას.
- ნამი ზეციდან ცვივა, - უთხრა კეკემ. კოტე მიუბრუნდა მამას და ჰკითხა:
- მართლა, ნამი ზეციდან ცვივა, მამილო? მამას გაეცინა.
- არა, შვილო, ეგ ტყუილია. ნამი აი როგორა ჩნდება. დღისით როცა თბილა, მიწიდან და მცენარეებიდან ჰაერში ორთქლი ბლომად ადის. თუ ღამით ბევრად უფრო ცივა, ვიდრე დღისით, მაშინ ხეები და სხვა მცენარეები ბევრს სითბოს ჰკარგავს და ცივდება; ჰაერი კი ამ დროს...
