საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ცისარტყელა

მაისი იდგა. ცა შავად მოიღრუბლა და კარგა ხანი იწვიმა. ამ დროს ფარდულს ქვეშ იდგნენ სოსო და დიმიტრი და სიამოვნებით ყურს უგდებდნენ წვიმის შხაპაშხუპს მცენარეებზე. შემდეგ ღრუბლებმა თანდათან აღმოსავლეთისკენ მოგროვება იწყო. პატარა ხანს უკან დასავლეთისკენ ცა სრულიად მოიწმინდა და აღმოსავლეთისკენ კი ისევ წვიმდა. მზემ გამოანათა თუ არა, მაშინვე აღმოსავლეთისკენ ცას მშვენიერი ფერადი რკალი გადაეკრა. ჩვენმა ყმაწვილებმა დიდი სიამოვნებით დაუწყეს ცქერა ამ საამურს...