შემოდგომა
ცხრა თიბათვიდან მზე სამხრეთისაკენ ბრუნდება და ცოტ-ცოტათი გვშორდება; თანდათან გვიან-გვიან ამოდის და უფრო ადრე ჩადის; ამიტომ დღე მცირდება, ღამე კი მატულობს. თერთმეტს ენკენისთვეს დღე და ღამე უსწორდება; ასე რომ თორმეტი საათი ღამეა, თორმეტი დღე. ამ რიცხვიდან იწყება შემოდგომა. ღამე თანდათან სჭარბობს დღესა და თორმეტს ქრისტეშობისთვეს ერთი ორად მეტი ხდება დღეზე. მზე რამდენადაც სამხრეთისკენ მიდის, იმდენად თავის სხივებს უფრო ალმაცრივ გვიგზავნის. სიცხოველე მას ცოტ-ცოტათი...
