საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ზაფხული

ზაფხული თიბათვიდან იწყება. ამ დროს უდიდესი დღეებია: თოთხმეტის საათის განმავლობაში მზე ცას არ შორდება; მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე ძლიერ ცოტაღა დრო რჩება; კაცს ჯერ ერთი პირი ძილი არ გაუთავებია, შეხედავ - მზემ აღმოსავლეთიდან ამოაშუქა. რამდენადაც უფრო ჩრდილოეთისაკენ არის ქვეყანა, იმდენად ზაფხულში უფრო პატარა ღამე იცის. მაგალითად, პეტერბურგში ზაფხულის დამდეგს ღამე სულ ოთხი საათია, მაღლა, ძალიან მაღლა ადის მზე ზაფხულში. ცოტასაც რომ კიდევ აიწევდეს, სწორედ პირდაპირ...