საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

გაზაფხული

დღე დეკემბრიდანვე მატულობს; ცხრა მარტს დღე ღამეს სრულიად უსწორდება და გაზაფხული ამ რიცხვიდან იწყება. ამ დროიდან მზე უფრო და უფრო გვიახლოვდება, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მაღლა-მაღლა მოდის, უფრო ადრე ამოდის და გვიან ჩადის, ამიტომ დღე დიდდება, ღამე კი პატარავდება. რამდენიც დრო გადის, იმდენი მზე უფრო გვიპირდაპირდება და თავის სხივებს უფრო დასწვრივ ჰგზავნის. ამიტომ ქვეყანა თანდათან თბება. თოვლი მინდორსა და მთებში დნება, ყინული წყალში თხელდება, ტყდება და წყალს მიაქვს....