საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ზამთარი

ზამთარში მზე თუმცა ანათებს ქვეყანას, მაგრამ ძალიან ნაკლებად ათბობს. ცაში მზე ძლიერ ცოტახანს რჩება, გვიან ამოდის, ადრე ჩადის; დღე ძალიან პატარაა, ღამე კი მეტად დიდი. ამიტომ ზამთარში ცივა. ჩვენს საქართველოში ზამთარი გრძელი არ იცის, ბევრი, ბევრი, სამი თვე გასტანოს: დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. მაგრამ სხვა ქვეყნებში, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთისაკენ არის, ხანგრძლივი ზამთარი იცის. მაგალითად, რუსეთში ზამთარი ხუთ-ექვს თვეს გასტანს ხოლმე და მასთან დიდი ყინვები სდგას....