საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

სხვადასხვაგვარი მცენარე

მცენარეებში ჩვენ ვიცით ხეები, ჩირგვები, საპურე მცენარეები, ბალახი და სოკოები.

ხეს ერთი მსხვილი ღერო აქვს. ამ ღეროს ამოგლეჯა მიწიდან ძალიან ძნელია, რადგან მისი მსხვილი და გრძელი ფესვები ღრმად არის წასული მიწაში. ფესვებით ხე მიწიდან სწოვს ნოყიერს წვენსა და იზრდება. ღეროზე ხეს ასხია ბევრი ტოტები, ტოტებზე ამოსულია ყლორტები, ყლორტებს ასხია ფოთლები. ხე ბევრს წელიწადსა ცოცხლობს. ხე მეტად სასარგებლოა: ადამიანს უთბობს სადგომსა და უშენებს...