საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ბოსტნის ყარაულები დღისით და ღამით

ჩიტებს მალ-მალ ჰხედავს კაცი ბოსტანში. რას აკეთებენ ისინი? ბოსტნის მტრებსა მუსრავენ, ჰკრეფენ მწვანილზე პეპლების კვერცხებსა, ჭიებსა, მატლებსა, და ჭამენ. სხვა ფრინველებიც ბევრს სიკეთეს უშვრებიან ბოსტანს ლოკოკინებისა და ჭია-მატლების ხოცვითა. მაგრამ ფრინველებს ღამე სძინავთ. ეს კარგად იციან ლოკოკინებმა და მატლებმა და ამიტომ დღისით იმალებიან ნესტიან ადგილებში, ღამით კი მწვანილთან მიცოცავენ. ცუდ დღეს დააყენებდნენ ბოსტანს, თუ მას ღამის მცველებიც არ...