საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ბოსტანი და მწვანილეულობა

გლეხის ქვრივს საბედას სახლს უკან ბოსტანი აქვს. ბოსტანს გარშემო ავლია მაღალი თხილი. მთელი ბოსტანი საქონლის ნეხვით არის ღონივრად გაპატივებული. ბოსტანს მეტად ერთგულად უვლის ქვრივი საბედა. ის აბარვინებს ბოსტანს, აკეთებს კვლებსა და სთესავს შიგ კიტრსა, კომბოსტოსა, სტაფილოსა, ხახვსა, კარტოფილსა, თალგამსა, ხაშხაშსა, ქინძსა, წიწმატსა, ნიახურსა, ნიორსა და სხვა მწვანილეულობასა. მწვანილს მიწიდან თან ამოსდევს უბრალო ბალახი, მიწის სინოყივრეს სწუწნის, საჭმელს...