საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ქინაქინის ხე

ბავშვებსაც და დიდებსაც ციება ძალიან ემტერებათ. შენი მტერი იყოს, რაც ისინი წვალებაში იქნებოდნენ, თუ ამ ავადმყოფობას უებარი წამალი არა ჰქონდა. ეს წამალი არის მწარე ქინაქინა. ვინ მოსთვლის, რამდენი ყმაწვილი მოურჩენია ციებისაგან და ახლაც არჩენს. დიახ, ერთგული მეგობარია ბავშვებისა ქინაქინა და დიდ სიკეთეს უშვრება მათ; მაგრამ ისინი კი ხეირიანად არ იცნობენ თავის კეთილისმყოფელსა. არ იციან, რა არის ქინაქინა, სად იშოვება და როგორ ჩნდება ჩვენს აფთიაქებში ეს დაუფასებელი...