ყავის ხე
ყავის ხე იმიტომ ჰქვია, რომ იმის კურკიდან ყავა მზადდება. ყავის ხე სიმაღლით ხუთი საჟენი იზრდება, სიგანით ოთხი გოჯი. აქვს ტოტები, რომლებიც მოგრძო და მწვანე ფოთლებით შემოსილია. ფოთლების ძირში ხე გამოიფოთქს ხოლმე ჯგუფ-ჯგუფად პატარას, თეთრსა და სურნელოვანს ყვავილსა. თუმცა ეს სურნელოვანი ყვავილი სამს-ოთხს დღეს მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ხე თითქმის მთელს წელიწადს ჰყვავის; ეს ხდება იმიტომ, რომ, როცა ერთს ტოტს ყვავილი სცვივა და ნაყოფი ისახება, ამ დროს სხვა ტოტებზე ახალი ყვავილი...
