საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჩაის მცენარე

ჩაის მცენარეს იმიტომ ეძახიან, რომ მისი ფოთლებიდან ჩაის აკეთებენ. ჩაის მცენარე უფრო ბუჩქსა ჰგავს, ვიდრე ხესა: ძირშივე გაიყოფება რამდენიმე ტოტად და ეს ტოტები სამი საჟენის სიმაღლეზე იზრდება. მაგრამ ტოტებს შესჭრიან ხოლმე და ორ არშინზე მაღლა არა ზრდიან; ეს იმიტომ, რომ ჩაის ფოთლების მოკრეფა არ გაუძნელდეთ. თავიდან ბოლომდე ჩაის ტოტები შეიმოსება მოგრძო ფოთლებით, რომელნიც ჯერ ბუმბულსა ჰგვანან, მერე კი ტყავის მსგავსნი შეიქნებიან და ბრწყინავენ. ფოთლებს და ყლორტებს შუა...