ბრინჯი
ბრინჯი ჭაობის მცენარეა და ჩვენს შვრიას ჰგავს. ღერო ორის არშინის სიმაღლე იზრდება და ზედ ასხია გრძელი და ვიწრო ფოთოლი, ზემოთ აბია მოზრდილი და ცოცხივით გაშლილი თავთავი. სხვადასხვა ქვეყანაში ბრინჯი გავრცელდა ინდოეთიდგან, სადაც ეხლაც ხარობს გარეულად. ზოგან საქართველოში ბრინჯის თესვა ჩვეულებრივ აქვთ და კარგი ბრინჯიც მოდის. ამ ბოლო ხანაში იმერეთის მხარეშიც აქ-იქ შემოიღეს მცენარის თესვა.
ქვეყანაზე იმდენი ბრინჯი ითესება, რომ თითქმის ნახევარი კაცობრიობა იმის...
