შაქრის ლერწამი
შაქრის ლერწამს იმიტომ ეძახიან, რომ იმის წვენიდგან შაქარს აკეთებენ. ჩვენს უბრალო ლერწამს ძლიერა ჰგავს: ამასავით ბევრი მუხლები აქვს. ამასავით ჭაობი ადგილი უყვარს; ამიტომ ჭაობიანს და სველ ადგილებში რგავენ. შაქრის ლერწამი იზრდება ორს ადლის სიმაღლეზე, ზედ ასხია გრძელი ვიწრო ფოთლები, თეთრი ზოლებით აჭრელებული, თავზედ აბია გრძელი ცოცხივით თავთავი, რომელზედაც აბრეშუმის მსგავსი ფოჩი ჰკიდია. შაქრის ლერწმით დათესილი მინდორი აყვავების დროს მშვენიერი სანახავია, მეტადრე როცა...
