საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ღომი

ღომიც საპურე მცენარეა. მოჰყავთ მხოლოდ იმერთ, დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში სრულიად არა სთესენ. იმერნი მისდევენ ღომის მოყვანასა ჯერ იმიტომ, რომ ხორბალი იქ ძლიერ ნაკლებად ხეირობს, როგორც წინათ ვთქვით, და, მესამედ, იმის გამო, რომ ღომი მეტად გემრიელი საჭმელია იმერთათვის.

შეხედულობით და მარცვლებით ღომი ძლიერ მიაგავს ფეტვსა, რომლის ჯიშსაც ეკუთვნის. მხოლოდ გემოთი და ნოყივრობით ფეტვი ღომს სრულიად ვერ შეედრება.

ღომი ხორბლის მცენარის ოდენა...