საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

სიმინდი

სიმინდი, როგორც უკვე იცით, ბევრად ნაკლებია ხორბლის პურზე გემოთი და სინოყივრით. მიუხედავად იმისა, სიმინდის მოყვანა საქართველოში უფრო გავრცელებულია, ვიდრე ხორბლისა, მეტადრე დასავლეთ საქართველოში. რა არის ამის მიზეზი?

სიმინდი ბევრად უფრო ხელსაყრელი მცენარეა, ვიდრე ხორბალი. ტანით იზრდება იმოდენა, რომ ცხენიანს კაცს დამალავს. ხორბალი იკეთებს ერთს პატარა თავთავსა, სიმინდი კი ისხამს რამდენსამე მოზრდილს ტაროსა. ერთ კოდს ხორბალს ძლივს მოჰყავს ათი-თხუთმეტი კოდი,...