ქერის თავგადასავალი
I
გლეხი დადის მოხნულ მიწაზე თეთრი ტომრის სათესლით, იღებს მუჭით სათესლიდან მარცვლებსა და აბნევს ხნულზე. უნდა შეხედოთ, რა მხიარულად ხტიან მარცვლები. საკვირველიც არ არის. ისინი დიდხანს ეყარნენ ვიწროდ თავის საპყრობილეში, ღრმა და ბნელ ორმოში. ვერც ერთი სხივი მზისა მათთან ვერ ჩაატანდა. მთლი ზამთარი ამ სახით გაატარეს.
თქვენ რომ ქერის მარცვალი გასტეხოთ, შიგნით ნახავთ პაწაწა, მოგრძო და თეთრ გულსა, რომელშიაც ქერის ნასახია. ამ გულს...
