საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჭინჭარი

სოსოს მაყვალი ძლიერ უყვარდა. სიხარულით მოელოდა იმ დროს, როცა ვენახში მაყვალი დამწიფდებოდა. ერთხელ, შუა ზაფხულში, მაყვალი რომ დამწიფდა, სოსო თავის მამას ვენახში შეჰყვა; შევიდა თუ არა, მაშინვე ღობეებისკენ გაექანა, მაყვალმა ამოსვლა აქ იცოდა, მწიფე მაყვალი მართლა ბევრი დაუხვდა; მაგრამ დახე სოსოს უბედურებას: გარშემო სულ მაღალი ჭინჭარი ჰქონდა შემორტყმული, თითქო მაყვლისთვის ვისმეს ყარაულებად დაუყენებიაო. სოსომ კარგად იცოდა, რა წყეული მცენარეა ჭინჭარი, როგორი ცხარე...