დიდი მნიშვნელობა ტყისა და ტყის მცველი ფრინველები
ტყეს ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამის სრული აღწერა ძნელია. მოკლედ გეტყვით: ტყე წვიმის წყალს იფარავს მზისაგან და მშრალი ქარისაგანაც. წვიმის წყალი მიწაში ჩადის, გროვდება და აჩენს წყაროებსა და მდინარეებსა. ამიტომაც, სადაც ბევრი ტყეებია, იქ წყალიც უხვადა სდის და მოსავალს ხელს უწყობს. უტყეო ადგილის მცხოვრებთ კი წყალი ძალიან ნაკლებად აქვთ და გვალვის დროს მოსავალი უცდებათ. ტყე ადამიანის სიმრთელისათვის ძალიან სასარგებლოა. ტყის...
