საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ტყე და მისი სიმშვენიერე

ტყე ქვეყნის შვენებაა. საცა ტყეა, იქ ბუნება სიცოცხლით არის სავსე. ხოლო საცა ტყე სრულიად არ მოიპოვება, იქ ბუნება მკვდარია. მეტადრე ზაფხულობით ტყეს არაფერი შეედრება. ხეები შემოსილია ხშირი მწვანე ფოთლით რომელიც ნიავის დროს საამურად შრიალებს და სიცხის დროს გრილს ჩრდილს აყენებს ხეებს ქვეშა. ზოგი ხე ისე მაღლაა წასული, რომ თვალს ვერ შეუწვდენ წვერამდე; ზოგს ისე განივრად გაუდგამს ტოტები, რომ მის ქვეშ რამდენიმე სახლობა თავისუფლად დაბინავდება. ერთ ადგილას...