ვენახი
ბოსტნის გვერდით საბედოს ვენახი აქვს გაშენებული. მას განიერი და მაღალი თხრილი ავლია გარშემო. თხრილზე აწყვია ეკლის კონები. ეს იმიტომ, რომ ღობეზე ქურდი არ გადაიპაროს, ან შინაური საქონელი არ გადავიდეს. შინაურების შესასვლელად ფიცრის კარები აბია, რომელიც დაკეტილია. ვენახის გვერდებზე ჩამწკრივებული არიან ხეხილები: კაკალი, ვაშლი, მსხალი, ბერძნული თხილი, ჭანჭური, დამასხი, კომში, ფშატი, ნუში, ბალი, ალუბალი და სხვანი. მათ შუა ყვავილების ბუჩქები არიან დარგულნი. ჩრდილოეთის მხრივ...
