საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ორაგულის ცხოვრება

1. ორაგულის სიყმაწვილე

შუა ქართლში, კავკასიონის ქედის კალთიდან, პაწია წყარომ ცელქად გამოხეთქა, თამაშობით დაეშვა ქვემოთ, სამხრეთისაკენ, დაიწყო სწრაფად ჩანჩქარი ნათეს მინდვრებსა და ტყიანს მთებს შუა. ჩვენი ჩანჩქარა წყარო ბროლივით წმინდა იყო; ამიტომ მის ნაპირზე ამოსული ტირიფები ისე სჩანდა წყალში, როგორც სარკეში და მის ძირზე კენჭებს სათითაოდ დასთვლიდი. ამ ძირზე ქვებს შუა ათასობით ეწყო თევზის პაწაწა კვერცხები, ანუ ქვირითი. ამ კვერცხებს ნაჭუჭის...