საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

მაიმუნი

I

მაიმუნი აგებულებითა და გონებით ადამიანს უფრო ჰგავს, ვიდრე სხვა ცხოველებს. ცხელი ქვეყნების ბინადარია. იქაურებს ჰგონიათ, მაიმუნს ლაპარაკის ნიჭიც აქვსო და, თუ მოინდომა კიდეც ილაპარაკებსო, მაგრამ ამ ნიჭს ჰმალავს და ჩუმად არის, რომ ადამიანმა მონად არ გაიხადოსო. რასაკვირველია, ეს შეცდომაა. მაიმუნს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ხომ კიდეც ილაპარაკებდა. მეტყველება ბუნებას მარტო ადამიანისათვის მიუნიჭებია. მაინც მაიმუნი პირველი სულდგმული იქნებოდა გონებით, კაცი რო...