ლომი
I
ლომს ნადირთ მეფეს ეძახიან. იმის ერთი შეხედულება კაცს არწმუნებს, რომ მეფის სახელი ტყუილად არ დაურქმევიათ. ახოვანებითა და გაბედულობით ლომს ვერა ნადირი ვერ შეედრება. სილამაზე, სიძლიერე, სხეულის კარგი მოყვანილობა და განიერი მკერდი ლომს მშვენიერ სანახავ მხეცად ჰხდის. რასაკვირველია იმისი ღირსებით სავსე მიხრა-მოხრა, მისი საშინელი ღონე, გამბედავი და შეუშფოთებელი სიმამაცე. ლომი ამაყია, ამასთან სულგრძელი და მაღალის თვისებებია. ის მხოლოდ მაშინ მტაცებლობს,...
