საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

მგელი და სოფელი

მეტად კარგს ყოფაში იყო მგელი ზაფხულში. ტყე და მინდორი სავსე იყო მგლის საკბილო ნადირითა და ფრინველებით. ცხვრის ფარებსაც ადვილად მიეპარებოდა ხოლმე და ბატკნის ხორცით ძღებოდა. ისე გასუქდა, რომ ტყავში აღარ ეტეოდა. მაგრამ აი გავიდა ზაფხული, გაჰყვა მას უკან შემოდგომა და დადგა ზამთარი, ისიც მეტად ყინვიანი. ნადირები სოროებში შეიმალნენ, ფრინველები გალაგდნენ შორს თბილ ქვეყნებში. მეცხვარეებმა ცხვარი საზამთრო ფარეხებში დააბინავეს. გაუთავდა ჩვენს მგელს ყველიერი და დაუდგა...