საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

აქლემი

ციყვი აკეთებს საკუჭნაოს ნაძვის ან სხვა ხის ტოტებზე; აქ აგროვებს და ინახავს თხილსა და კაკალს ზამთარში საკნატუნებლად. თაგვი საკუჭნაოს მიწაში იშენებს, სადაც ინახავს საზამთროდ პურის მარცვალსა, სისირსა და მცენარეების ფესვებს. აქლემს კი თავისი საკუჭნაო ზურგზე აბია.

აქლემი არის ცხელის უდაბნოს მცხოვრებელი. ამისთანა უდაბნო ძალიან ძნელი სასიარულოა. აქ ოცს, ორმოცს ვერსს ისე გაივლის კაცი, რომ ვერა ნახოს ერთი ღერი ბალახი, ვერც ერთი მწვანე ფოთოლი. გარშემო ყველგან ყრია...