საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ჭრიჭინა

ერთ სახლში ბუხრის გვერდით ჭრიჭინამ ბინა გაიკეთა. მოიკალათა ღრმად წასულ ხურხუტანაში და მალე გააბა თავისი მხიარული ჭრიჭინი. ამ სახლის ბავშვებს ჯერ არ გაეგონათ, რომ ჩვენ ბუხარში პატარა ჩიტი შემძვრალა და ის გალობსო. როცა იმათ გაიგეს რომ უცნაური მომღერალი ფრინველი არ იყო, ბევრს ეცადნენ, რომ ჭრიჭინას ბინისათვის მიეგნოთ, დაეჭირათ და კარგად გაესინჯათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. დიდებს კი არ უნდოდათ, ბავშვებისათვის ეშველნათ ჭრიჭინას დაჭერაში, რადგანაც კარგად იცოდნენ, რომ...