აბრეშუმის ჭია
საქართველოდან რომ აღმოსავლეთისაკენ წახვიდეთ და სულ პირდაპირ იაროთ ფეხით, ექვსი-შვიდის თვის შემდეგ მიხვალთ ერთს დიდს სახელმწიფოში, რომელსაც ჰქვია ჩინეთი. არა ქვეყანა არ შეედრება ჩინეთს მცხოვრებლების რიცხვით მთელს დედამიწის ზურგზე. აქ არის განთქმული აბრეშუმის ჭიის სამშობლო და ამისი საჭმლისა - თუთის ხისა. ამ ჭიას ჩინეთში ცალკე ოთახებს არ უშენებენ, როგორც ჩვენში, იმიტომ რომ ზამთარი ამ ქვეყანაში სრულიადაც არ იცის. თუთის ხეები მთელი წელიწადი ჰყვავის და მათზე...
