ფუტკარი
ფუტკრები ათასობით და ათი-ათასობით სცხოვრობენ პატარა და ვიწრო სკაში. ამის გამო თვითეული სკა ფუტკრებისა ცალკე ქალაქს შეადგენს. ფუტკრების მმართველი არის დედა ფუტკარი, რომელიც სხვა ფუტკრებზე ბევრად დიდია. დედა ფუტკარი არა საქმეს არ აკეთებს; ხანდახან სკიდან გამოფრინდება, ისიც სასეირნოდ, ამ დროს უთუოდ თან ახლავს რამდენიმე ასი მამალი ფუტკარი. როგორც დედა ფუტკარი, ისე მამალი ფუტკრები არა შრომობენ და თავიანთ სიცოცხლეს ცუდაობაში ატარებენ. მამალს ფუტკრებზე უფრო...
