კალია
თუ ზაფხულობით მინდორში გივლიათ, კალია უთუოდ ნანახი გეყოლებათ. პატარა ცხოველია, განა? მაგრამ ეს პატარა არსება დიდი და საშინელი მტერია მინდვრის ნათესისა. არა ცხოველს არ შეუძლია იმდენი ზარალი მისცეს მხვნელ-მთესველსა და ისე აუოხროს ჭირნახული, როგორც კალიასა.
მკათათვე იყო. საქართველოში მშვენიერი ამინდი იდგა ნათესისათვის. ყველა მეტად მდიდარს მოსავალს მოელოდა. გაყვითლებულს პურს, მოღაღანე სიმინდსა და ფეტვს შეჰხაროდნენ მხვნელ-მთესველნი და დოვლათის შემატებას...
