ფრინველების წამოსვლა ჩვენს ქვეყანაში
წამოსვლისთვისაც სწორედ ისე ემზადებიან ფრინველები, როგორც წასვლისთვის მოემზადნენ. რომელნიც დაფანტულნი იყვნენ, წამოსვლის წინ ერთად მოგროვებას იწყებენ და, როცა გუნდი შესდგება, აფრინდებიან და ჩვენსკენ გამოსწევენ. რა რიგითა და წესითაც აქედან წავიდნენ, სწორედ იქიდანაც იმავე რიგითა და წესითა მოდიან. მაგრამ ერთი დიდი განსხვავებაც არის: როცა აქედან თბილს ქვეყნებში მიდიან, ნაღვლიანად არიან, ეტყობათ, რომ სამშობლოს თავის დანებება ეზარებათ, უსიამოვნოდ...
