ზამთრობით ფრინველების უცხო ქვეყნებში ყოფნა
შემოდგომაზე, როცა ჩვენს ქვეყანას თანდათან ფრინველები აკლდება, თბილი ქვეყნები ჩვენგან წასული ფრინველებით ივსება. ჯერ მივლენ ხოლმე იქ ის ფრინველები, რომლებიც აქედან ადრე მიდიან, მერე შემდეგ წასულნი, ბოლოს ისინი, რომლებიც ყველაზე უკან თავს გვანებებენ. რომელი ფრინველებიც მოგზაურობას ცალ-ცალკე შეუდგებიან, თბილს ქვეყნებშიაც თითო-თითოდ მიდიან; რომლებიც კრებით მიდიან, იქაც გუნდ-გუნდად მიფრინდებიან ხოლმე. მშვენიერი სანახავია ამ დროს...
