ფრინველების მომზადება წასვლისათვის
მინდვრები ჯერ ისევ მარცვლებით სავსეა, ხეები მწვანეა, ყვავილები ჰყვავის, ბაყაყების ხროვა საღამ-საღამობით თავის მხიარულს ყიყინს ჯერ ისევ გასძახის, ჯერ მზე ქვეყანას ისევ თბილ სხივებს უგზავნის, ღამეები ჯერ კიდევ ცივი არ არის; მაგრამ მიუხედავად ამისა, ფრინველები ამ დროს წასვლისთვის ემზადებიან. რა არის ამის მიზეზი? პირველი მიზეზი საჭმლის გამოლევის შიშია. მართალია, საჭმელი ამ დროს ფრინველებს კიდევ უხვად აქვთ, ძლიერ მსუქნებიც არიან, ასე რომ...
