საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ფრინველების მოგზაურობა

დადგება შემოდგომა, თან სიცივე მოაქვს და ბუნებას აჭკნობს. ხეებს ფოთლის ტანისამოსი ეხდება, ყვავილები მინდორს აღარ ალამაზებს, თანდათან ყოველი სულდგმული ღონდება და ნაღვლიანდება. მარტო ფრინველები არიან ცქვიტად და მხიარულად. ან რა აქვთ დასაღონებელი? სიცივე და ზამთარი მათ ვერაფერს დააკლებს: ჩვენს ქვეყანას მოშორდებიან და იქ წავლენ, სადაც მზეს უფრო კაშკაში გააქვს, თბილა და საჭმელიც ბევრია. მოატანს თუ არა შემოდგომა, ფრინველები თბილს ქვეყანაში წასასვლელად...