ფრინველების გონება
ყველამ იცის, რომ ფრინველები სიმალხაზითა და სილამაზით სხვა ცხოველებს ძლიერ სჯობია, იმათს გონებაზე კი ბევრს შემცდარი აზრი აქვს და უგონო სულდგმულებად მიაჩნიათ. მაგრამ, ვისაც კი ყურადღება მიუქცევია იმათ ცხოვრებისათვის, კარგად იცის, რომ ფრთოვანი ცხოველები დიდს გონებასა და მეხსიერებას იჩენენ თავის ყველა მოქმედებაში. ერთი წლის გამოცდილება ფრინველებს რამდენსამე წელიწადს ახსოვთ. წეროსა, შროშანსა და მერცხალს თავისი ბინა არ ავიწყდებათ, როცა თბილ ქვეყნებში არიან;...
