საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

სირაქლემა

იქნება გაგონილიც არა გქონდეთ ამ ფრინველის სახელი. ეს საკვირველიც არ არის. სირაქლემა არა სცხოვრობს იმისთანა ქვეყნებში, სადაც ისეთი ცივი ზამთარი იცის, როგორც ჩვენს საქართველოში. ეს ფრინველი ცხელი ქვეყნების მცხოვრებია. საკვირველი აგებულება და თვისება აქვს სირაქლემას. კისერი და ფეხები აქვს მეტად გრძელი და ღონიერი, სიმაღლით ერთ საჟენზე მეტია, ასე რომ მაღლის კაცის ტანსა სჭარბობს: სიმძიმით რვა ფუთია. ფრთები აქვს პატარა და სუსტი - ამიტომ ფრენა არ შეუძლია. მაგრამ...