საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

არწივი

I

არწივი ყველა ფრინველის მეფედ ითვლება და ღირსიც არის ამ დიდებული სახელისა. იგი მძლავრი, გულადი და ამპარტავანი ფრინველია. ტანი მოშავო ფერისა აქვს, მარტო კისერზე ოქროსფერი დაჰკრავს; ნისკარტი აქვს მოკაუჭებული და მეტად მაგარი, ბრჭყალები საშინლად ბასრი და ღონიერი. იმის ბდღვრიალა და ცეცხლის მფრქვეველი თვალებიდან ძალა და მამაცობა გამოსჩანს. ფრთები აქვს გრძელი, მოყვანილი და ღონიერი; იმისი ფეხები ბრჭყალებამდე თეთრი ბურტყლით არის შემოსილი. არწივს საცხოვრებლად...