საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

დევნილი მეგობარი ანუ ზღარბი

1. ჩვენი ვენახი და მოჯამაგირე

ჩვენ ერთი დიდი ვენახი გვქონდა. შუაგული ვაზებით იყო სავსე, გარშემო კი მწკრივ-მწკრივად ერიგა რჩეული, საუკეთესო ჯიშის ხეხილი. მამაჩემი ისე უვლიდა ვენახსა, როგორც დედა უვლის თავის შვილსა, და ამის გამო ჩვენს ვენახში შესვლა საამური იყო თვალისა და გულისათვის. სამწუხაროდ, ქურდობა ყურძნისა და ხილეულობისა ზოგიერთ ჩვენს სოფლელს ჭირად სჭირდა. ამიტომ ჩვენ ვენახს, ყურძნისა და ხილის მწიფობის დროს, მცველად მოჯამაგირე...