ღამურა
მეტად უცნაური ცხოველია ღამურა. რომ გკითხოთ, რა სულდგმულია ღამურა, თქვენ მომიგებთ: რაღა კითხვა უნდა, ფრინველიაო. დიაღ, ღამურამ სწრაფი და მარდი ფრენა იცის და გვიანაც იღლება; ფრენაში ბევრით სჯობია ბეღურა ჩიტსა და თვითონ მერცხალსაც კი არ დაუვარდება; მაგრამ ფრინველი კი არ არის, - ეს სჩანს დღესავით ცხადად იქიდან, რომ არც კვერცხებსა დებს და არც ბარტყებსა სჩეკს, არამედ შობს ცოცხალს შვილებსა და ზრდის მათ თავისი საკუთარი რძითა, როგორც ძროხა, ცხვარი, ღორი, ძაღლი, კატა და...
