ფრთიანი კატა ანუ ჭოტი
1. დღისით მძინარი, ღამით მღვიძარი, უსამართლოდ სახელის გატეხა ჭოტისა
როცა სახლში მძიმე ავადმყოფია, მთელი ღამე ანთია სანთელი, კვარი და ჭრაქი. სინათლე ფანჯრიდან ან სანათურიდან გარეთ გამოდის. ამ სინათლეზე გროვდება მრავალი ღამის პეპელა, იკრიბებიან დიდრონი და პატარა ბუზები, კიდევ სხვა ფრთიანი მწერები და ფუსფუსი გააქვთ სინათლეში. ავადმყოფს მათი ბზუილი და შრიალი არ ესიამოვნება, მაგრამ ერთი ფრთოსანი კი ამას აღტაცებაში მოჰყავს. ეს ფრთოსანი არის...
