საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ბეღურა ჩიტი

1. თვალი ამტყუნებს ბეღურებსა, ცოდნა კი ამართლებს

თვალი გვეუბნება: ბეღურა ჩიტი თქვენი მტერია, ზარალს გაძლევთ, სდიეთ და ჟლიტეთ. ცოდნა კი გვარწმუნებს: ბეღურა შეუდარებელი მეველეა ჭირნახულისა, დიდი მოკეთეა თქვენი, სარჩლი გაუწიეთ და ამრავლეთო. ანდაზისა არ იყოს ქუდი ძირს დავდოთ, გულმოდგინედ მოვუსმინოთ თვალსაცა და გონებასაცა და სწორე მსჯავრი დავადგინოთ.

თვალს ბეღურას წინააღმდეგ მოჰყავს შემდეგი მისი მოქმედებანი.

კალოზე ძნა მოიტანეს....