გუგული
ოდესმე ერთი გუგული სცხოვრობდა ტყეში. გაიკეთა ხეზე ბუდე, შიგ რვა კვერცხი დასდო და ბარტყები გამოჩეკა. დედა იმათ აჭმევდა და ასმევდა. შემდგომ წლებში ერთხელ გუგული საჭმლის საშოვრად გაფრინდა თავის ბუდიდან. ამ დროს ამოვარდა ქარი, ხეები შეარხია, გუგულის ბუდე ჩამოვარდა და დაიშალა, გუგულს ამ დროს კვერცხების დადების დრო ჰქონდა. ახალი ბუდის გაკეთებას აბა სადღა მოასწრებდა კვერცხების ჩასადებად? ამიტომ დაიწყო აქეთ-იქით ბუდის ძებნა: უნდოდა, იქვე ახლო სადმე ეპოვნა მზამზარეული ბუდე,...
