საგანძური

იაკობ გოგებაშვილი

(5 ქულა/1 შეფასება)

კლასიკა, ქართული, მცირე პროზა, საბავშვო

გამომცემლობა ლითერასი

ყანის ყარაულები

ერთს ძველი დროის გლეხს ყანა ჰქონდა მოყვანილი. ყანაში ცხოვრობდა მწყერი. ბეღურა ჩიტს ძალიან ჰგავდა, სიდიდით კი ორი იმოდენა იყო. ფრთები ჰქონდა პატარა და სუსტი. ამიტომ ფრენა უძნელდებოდა და მალე იღლებოდა. ყოველთვის ბალახსა და ყანაში იყო დამალული და ხეზე ან ჩირგვზე შეჯდომა სრულიად არ იცოდა. ფრენის დროს მაღლა არ ადიოდა, დედამიწას და ბალახს ბევრად არა შორდებოდა, რადგანაც ეშინოდა მიმინოსი, ქორისა, ალალისა და სხვა მტაცებელი ფრინველებისა. თუ ფრენით ჩიტსა და მერცხალს...