მწყერი
მწყერი არის ჩიტზე (ბეღურაზე) მოზრდილი ფრინველი, ჩიტის ფერი, და მუდამ ბალახებში ცხოვრობს. ხეზე არას დროს არ შეჯდება. ამის გამო ნათქვამია ქართული ანდაზა: „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“. ამ ფრინველს ჩვენს საქართველოში ვხედავთ მარტო გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომის დამდეგში. ზამთარში კი არსად ჩანს. სად არის მაშინ? - სამხრეთის თბილს ქვეყანაში. რატომ ვერ ვამჩნევთ როცა მწყრები სამხრეთისაკენ მიდიან, როგორც მიმავალს წეროებს ვხედავთ ხოლმე? იმიტომ, რომ მწყრები...
